გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსით საქართველო მსოფლიოს მე-40 ადგილზეა. უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს

25-08-2025

ევროკომისიამ პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში, კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა და 38-ე ადგილზე გავიდა.


რეიტინგში საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს:

იტალიას, რუმინეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, პოლონეთს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მონტენეგროს და თურქეთს. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის რეიტინგით ევროპაში ფინეთი, დანია, შევეიცარია, ნორვეგია და შვედეთი ლიდერობს, ევროპის უკანასკნელ ხუთეულში კი ბელარუსი, რუსეთი, ბოსნია, უკრაინა და მოლდოვა არის გამწესებული. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტი აწარმოებს.


ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.