გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში შედის

22-11-2018

მანდარინის ექსპორტმა 3,069 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული 911 ტონა იყო.

 

წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (1,645.5 ტ) და უკრაინა (1,137.2 ტ), ასევე ლატვია (39.9 ტ), სომხეთი (210.3 ტ), ყირგიზეთი (20.9 ტ), ყაზახეთი (15.0 ტ).

 

მანდარინზე საბითუმო ფასი 0.50-დან 0.80 ლარამდეა.

 

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

 

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს  ცხელი ხაზიც (1501) ფუნქციონირებს.

 

25 ნოემბრიდან არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა დაიწყება. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება.