გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კახა კალაძე: ზაზა ოქუაშვილი ამოუცნობი ფენომენია

22-11-2018


„თქვენ დებატები თუ გნებავდათ, გქონდათ ამის შესაძლებლობა, დაგეთმოთ ეთერი ჩვენთვის, მოვიდოდით და ყველა კითხვაზე გაგცემდით პასუხს, მაგრამ შეგეშინდათ. იმიტომ შეგეშინდათ, რომ იცით 2016 წელს რა მდგომარეობაში ჩაგაგდეთ, იცით 2017 წელს რა მდგომარეობაში ჩაგაგდეთ და ყოველთვის ამ მდგომარეობაში გვეყოლებით“ ,- ასე მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „რუსთავი2“-ის ჟურნალისტს ზაზა ოქუაშვილზე საუბრისას.

 

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის თქმით, ზაზა ოქუაშვილი ამოუცნობი ფენომენია.

 

"ზაზა ოქუაშვილი ამოუცნობი ფენომენია. ჯერ აუდიო-ჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეოს დაგვპირდა, სამომავლოდ, ალბათ, ანიმაციებზე გადავა. უბრალოდ, გაუგებარია, მთელი ამ ხნის განმავლობაში რა უნდა ზაზა ოქუაშვილს, ვერავინ გაიგო, რაში იხდიდა ფულს. როგორც ირკვევა, დავალიანება 6 მილიონი ჰქონდა და 4 მილიონს ვის უხდიდა, რაში უხდიდა დღემდე ვერავინ გაიგო. სამწუხაროდ, ვერც ნიკა გვარამიამ გაიგო და ვერც ეკა კვესიტაძემ. ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც პირდაპირ ჩართვაში ჰყავდათ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, დახმარებოდნენ და აეხსნათ საზოგადოებისთვის, მაგრამ თვითონაც ვერაფერი გაიგეს. ყველასთვის გაუგებარია ზოგადად, რა უნდა ამ ადამიანს", - განაცხადა კახა კალაძემ.