27-08-2025
სურსათის ეროვნული სააგენტო სასიმინდე ფართობების დამუშავებას ინტენსიურად ახორციელებს, რაც ბოლო წლებში თვალსაჩინოდ აისახა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. ფერმერთა განმარტებით, მიმდინარე წელსაც სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელიან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს რამდენიმე ეტაპად ატარებს. ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარედ და სოფლის პერიმეტრებზე დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები და მავნებლის დამჭერი "მონიტორინგის ხაფანგები". ჯაგნარები, სასიმინდე ფართობები და მიმდებარე ტერიტორიები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. ღონისძიებები ღამის საათებში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის შიდა და გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება.
დღეის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცივი შესხურების მეთოდით დამუშავებულია 25 000 ჰა-მდე სასიმინდე ფართობი, ხოლო ჯამურად - 58 000 ჰა-მდე ტყის პერიმეტრი, ჯაგნარი და სიმინდის მასივი.
თერმული ნისლით კი ამ ეტაპისთვის 170 390 ჰა ფართობია დამუშავებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ქვეყნის მასშტაბით, 103 819 "მოიზიდე და გაანადგურე" სადგური და 7474 "მონიტორინგის ხაფანგი" განათავსეს.