გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ათეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს

30-08-2025

სიმონეთში, უფროსი ლეიტენანტის მუხრან შუკვანის სახელობის სასროლეთზე ათეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩატარდა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნაში მონაწილეობდნენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვის ვადით გაწვეული წვევამდელები, რომლებიც სამხედრო სამსახურს დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში გადიან.


სწავლების მიზანს მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების განეიტრალება წარმოადგენდა. წვევამდელების მთავარი ამოცანა პოტენციური მოწინააღმდეგის აღმოჩენა და ოპერაციის რაიონში შეყოვნება იყო.


წვრთნის განმავლობაში მათ გამოიყენეს რელიეფის თავისებურებები და მანევრირების, ცეცხლის გახსნისა და დაბრკოლებების შექმნით, დასახულ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი.