გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

31-08-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„სამართალდამცველებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გ.მ. - ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სპეციალურად მოწყობილი ე.წ „გროუბოქსები“-დან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი „მცენარე კანაფის“ 33 ძირი.


განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში.