22-11-2018
„არაფერი არ სჭირს ამ ბიჭს, მაგრამ საზოგადოდ უზნეობაა ნებისმიერის მხრიდან ნებისმიერი წამოძახება და დამუნათება პირადი ცხოვრების გამო, ნებისმიერი მხარისთვის!“ -ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა , გრიგოლ ვაშაძის შვილი ნოდარ ვაშაძე დებატებში გამოიწვია, რასაც ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" ერთერთი წამყვანის აღშფოთება მოჰყვა, რომლის თქმითაც გრიგოლ ვაშაძის შვილი ვერ მიიღებს ვერანაირ დებატებში მონაწილეობას და რომ წამყვანის მხრიდან ამ თემაზე საუბარი უხერხული იქნება.