გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

1-09-2025

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 30  ცალ ტაბლეტს, რომელიც  დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას 0,765 გრამ მეთადონს შეიცავს.


დაკავებულს ბრალდება 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (არაერთგზის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.