გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე: ერიკ ტრამპს, პრეზიდენტის ვაჟს, ჩვენმა სახელოვანმა ელჩმა თემურ ლეჟავამ უმასპინძლა იაპონიაში - ასეთი დიპლომატების და კიდევ ბევრის მიერ ჩუმად ტარდება ჩვენი ინტერესები

1-09-2025

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი შანხაის სამიტზე საქართველოს არ ყოფნასა და რადიკალების მხრიდან ამ საკითხით სპეკულირებას მედიასთან ეხმიანება.


„დღევანდელი მათი პრეტენზია, თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველო შანხაის ფორუმზე, ნიშნავს იმას, რომ არათუ პოლიტიკაში ვერ ერკვევიან, არამედ ელემენტარულად პრეტენზიის შინაარსიც არ იციან“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებსა და პრეტენზიებში აირია.


მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას რადიკალების აღშფოთება მოჰყვა, ახლა კი შანხაის სამიტში მონაწილეობა სურთ.


„პრაქტიკულად ერთმანეთში აურიეს თავიანთი მოთხოვნებიც და პრეტენზიებიც. დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, მათ [რადიკალურმა ოპოზიციამ] ატეხეს ამბავი - კომუნისტურ ჩინეთთან და დიქტატორ სი ძინ პინთან როგორ გააფორმეთ სტრატეგიული ხელშეკრულებაო. მათი დღევანდელი პრეტენზია, თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველო შანხაის ფორუმზე, ნიშნავს იმას, რომ არათუ პოლიტიკაში ვერ ერკვევიან, არამედ ელემენტარულად პრეტენზიის შინაარსიც არ იციან. ჭრელო პეპელას ეფექტია - ნურც გაფრინდები, ნურც - მოფრინდები. თუ სტრატეგიული ხელშეკრულება არ უნდათ, ახლა რატომ აქვთ პრეტენზია ჩინეთში ჩვენს არ ყოფნასთან დაკავშირებით და თუ ჩინეთთან უნდათ ნორმალური ურთიერთობა, მაშინ რატომ საყვედურობენ ხელისუფლებას სტრატეგიული ხელშეკრულება რომ გააფორმა ჩინეთთან?! ეს ის მარტივი კითხვებია, რომელზე პასუხიც არ აქვს ოპოზიციას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.