გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ვაბანკზე წავიდნენ რადიკალური ოპოზიციის პატრონები, გამოიყვანეს ოპოზიციონერები პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში

1-09-2025

ვაბანკზე წავიდნენ რადიკალური ოპოზიციის პატრონები, გამოიყვანეს ოპოზიციონერები პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში, ეს იყო ტაქტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად ირაციონალური გათვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიცია მუდმივად უშვებს შეცდომებს, თუმცა ეს აის არა მათი, არამედ მათი პატრონების შეცდომები.


„მათ რაღაც გათვალეს ისეთ რამეზე, რაც არ იყო რეალური, ვაბანკზე წავიდნენ რადიკალური ოპოზიციის პატრონები, გამოიყვანეს ოპოზიციონერები პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში. ეს იყო ტაქტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად ირაციონალური გათვლა. შედეგად მიიღეს ის, რაც მიიღეს. ჩვენ დღეს გავეცანით კვლევის მორიგ შედეგებს და ჩვენს პარტიას შეუძლია, ქვეყნის მასშტაბით ბევრად გადააჭარბოს 60%-იან მაჩვენებელს, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია. ასევე, თბილისში შეგვიძლია პირველივე ტურში თავისუფლად არჩევნების მოგება დღევანდელი მდგომარეობით. აქამდე მიიყვანეს რადიკალური ოპოზიცია საკუთარმა პატრონებმა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.