გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და დაკავებულია მხოლოდ 30-მდე ადამიანი - 3 %, ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი საქართველოში არის ძალიან მაღალი

1-09-2025

1000-მდე ადამიანი იყო ჯამში ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და ამ 1000-მდე ადამიანიდან დაკავებული იქნა მხოლოდ 30-მდე ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი არის ძალიან მაღალი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლითაც სამართალდამცავი უწყებები ხელმძღვანელობენ.


„ყველა შემთხვევაში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და რა თქმა უნდა ყველა სამართალდამცავი უწყება იხელმძღვანელებს კონკრეტული მტკიცებულებებით. ყველაფერი არის აბსოლუტურად დღესავით ნათელი, 1000-მდე ადამიანი ძალადობდა, თუმცა 3 % არის დაკავებული - 30-მდე ადამიანი, ეს აჩვენებს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი საქართველოში არის ძალიან მაღალი,"- აღნიშნა პრემიერმა.