გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარნეულში 7 ახალი სკოლა და 21 ამბულატორია აშენდება

22-11-2018

მარნეულის მუნიციპალიტეტს, დღეს,  საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ეწვია, სადაც ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

მთავრობის წარმომდგენლებმა მარნეულში   დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.   კერძოდ, ახალი წყალმომარაგების სისტემისა და  გზების მშნებლობა-რეაბილიტაციაზე,  რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. ამასთან,  მომავალი წლიდან მარნეულში 7 ახალი სკოლა და  21 ამბულატორია აშენდება და  რეაბილიტაცია ჩაუტარდება სტადიონს. 


როგორც  მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ  ნავერიანმა განაცხადა, სამწუხაროდ, ბევრი კარგი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივების  ყოფის გაუმჯობესებას, სხვადასხვა მიზეზთა გამო შეჩერებული იყო.


„სწორედ, ქალბატონი მაია ცქიტიშვილის ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოსვლის დღიდან  ბევრი პროექტი ამოქმედდა. მე პირადად, მარნეულელების სახელით, მადლობას ვუხდი ქალბატონ მაიას იმისთვის, რომ როგორც იქნა დაიძრა მარნეულისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის ჩვენი მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების აგება და გამართვა. ამასთან, ჩემო მეგობრებო, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ განვითარების ძირითად პირობას წარმოადგენს მშვიდობა! ამიტომაც, მოგიწოდებთ ყველას, მივიდეთ არჩევნევზე 28 ნოემბერს, შემოვხაზოთ 48 და ხმა მივცეთ სალომე ზურაბიშვილს!“ - განაცხაადა თამაზ ნავერიანმა.