გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იმერეთის რეგიონში სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

2-09-2025

იმერეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იმერეთის რეგიონში ქუთაისის მე-7, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნას და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლებს ესტუმრა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

მინისტრი სკოლებში არსებულ ვითარებას გაეცნო და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პედაგოგებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

 

,,იმერეთის რეგიონში სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით  და შესაბამისი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და სკოლები მზად იქნება, განახლებულ სივრცეებში მიიღოს მოსწავლეები. ეს არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დაპირების შესრულება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ  მომავალმა თაობამ, ჩვენმა შვილებმა ჯანსაღ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღონ ცოდნა. ეს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

ქუთაისის მე-7, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნას და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლებში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად შენობები სრულად განახლდება და ადაპტირდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახები და ექიმის კაბინეტები. ამასთან, სკოლები სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით.


ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 5 667 779 ლარს, სოფელ გურნას საჯარო სკოლის 6 252 344 ლარს, ხოლო  სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის 5 653 544  ლარს შეადგენს.