გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჩეხეთის ოპოზიციის ლიდერს ანდრეი ბაბიშს წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავს დაესხნენ, ვიქტორ ორბანის შეფასებით, ეს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიერ წლების განმავლობაში ბაბიშის დემონიზაციის მცდელობის შედეგია

2-09-2025

ჩეხეთის ოპოზიციის ლიდერს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ანდრეი ბაბიშს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავში ლითონის ყავარჯენი ჩაარტყეს. ის საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. ამის შესახებ BBC წერს. 


თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. მისი მოტივი გაურკვეველი რჩება.


ანდრეი ბაბიშმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად, რამდენიმე შეხვედრის გაუქმება მოუწევს.

ბაბიშზე თავდასხმაში მისმა პარტიამ „ANO“ მთავრობა დაადანაშაულა, „ბილბორდებსა და სოციალურ მედიაში“ წარმოებული სიძულვილის კამპანიის გამო.


ინციდენტს გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.


„სლოვაკეთის შემდეგ ძალადობა ჩეხეთის პოლიტიკაშიც შეიჭრა. გასაკვირი არ არის. მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები წლების განმავლობაში დემონიზაციას უწევდნენ ანდრეი ბაბიშს და ეს არის შედეგი. მაგრამ ისინი მას ვერ შეაჩერებენ. ის გააგრძელებს და არჩევნებს მოიგებს!


მალე გამოჯანმრთელდი, ჩემო მეგობარო!“, - დაწერა ვიქტორ ორბანმა X-ზე.