გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"ამოწყდა ოჯახი, ამ კვირაში მამის ორმოცი ჰქონდათ"- ახალი დეტალები გორში გარდაცვლილი დედა-შვილის საქმის შესახებ

12-12-2017

გორში გარდაცვლილი დედა-შვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ემიგრანტთა იმედის" ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე. როგრც მისი სტატუსიდან ირკვევა, დედა-შვილის გარდაცვალება სავარაუდოდ საჭმლით ინტოქსიკაციამ გამოიწვია.

„ამოწყდა ფაქტობრიოვად ოჯახი, ამ კვირაში მამის ორმოცი ჰქონდა მარის, ეს რა უბედურება ხდებაა, ღმერთო ჩემოო.

გორში გაურკვეველ ვითრებაში გარდაცვლილი ორი ქალის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ისინი გაზის გაჟონვით გაიგუდნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მათ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირი არ არის შეყვანილი. როგორც გარდაცვლილების ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა განაცხადა, სიკვდილის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი შესაძლოა საკვებით ინტოქსიკაცია გამხდარიყო. გარდაცვლილების ახლობელების მტკიცებით, ცხედრებს ძალადობის ნიშნება არ აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე მივიდა გორის მერი. კოტე თავზარაშვილმა გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებს მიუსამძიმრა. ,,რომ შევედი ოჯახში ასეთი სიტუაცია დამხვდა, სახლში გაზი არ აქვთ შეყვანილი, გარდაცვლილებს არც რაიმე ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ. სამწუხაროდ, ვერაფერს ამბობენ გარდაცვლილის მეზობლები და ახლობლები, ასე რომ, დაველოდოთ რას დაადგენს გამოძიება"– განაცხადა გორის მერმა.

შეგახსნებთ, გორში, ჭალის დასახლებაში, დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი დღეს ნახეს. 24 და 54 წლის ქალების სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა სწავლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო”- წერს სიხარულიძე.


წყარო: newposts