გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

Wed Me Good: საქართველოში ვიზიტის შემდეგ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ყველაზე დიდი ინდური ქორწილებისთვის საქართველო ნამდვილად შემდეგი ტურისტული მიმართულებაა.

2-09-2025

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს.  ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ინდოეთიდან 15 მსხვილ  კომპანიას უმასპინძლა. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულები.


ვიზიტის ფარგლებში, ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. საქართველოში მსხვილი ღონისძიებების ჩატარების შესახებ საუბრობს ინდური  კოპანია Wed Me Good-ის წარმომადგენელი ანკიტ დანტვალი.


„საქართველოში ჩამოსვლისას მიხვდებით, თუ რას ნიშნავს ნამდვილი  სტუმართმოყვარეობა. აქ საოცარი ხალხია, კერძები გამორჩეულია, ამინდი კი საუკეთესო.   ქორწილებისა და  ღონისძიებებისთვის ჩვენ საქართველოში ბევრი ლოკაცია და სივრცე მოვინახულეთ. საქართველოში ვიზიტის შემდეგ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ყველაზე დიდი ინდური ქორწილებისთვის საქართველო ნამდვილად შემდეგი ტურისტული მიმართულებაა.  მოუთმენლად ველოდები ინდოეთში დაბრუნებას და დეტალურად განხილვას ჩემს გუნდთან. 100%-ით, თავდაჯერებით, ვიტყვი, რომ საქართველო იქნება შემდეგი მიმართულება, რომელსაც ინდოელები ღონისძიებების ჩასატარებლად აუცილებლად ეწვიან“,-ამბობს ანკიტ დანტვალი.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვა, საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა, ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და ქორწილების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს დანახარჯების გაზრდას ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან.