გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჟურნალისტი გვანცა ფიფია "რუსთავი 2"–ს: ის, რასაც თქვენ აკეთებთ ჟურნალისტობა არაა

22-11-2018

ჟურნალისტი გვანცა ფიფია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„რამდენი დღეა ვაკვირდები და ხმას არ ვიღებ იმაზე, რაც პირადობის მოწმობების გარშემო ხდება... "რუსთავი2" –მა რაც ახლა აჩვენა და გააკეთა, ყველა ზღვარს სცდება. დიახ, წალენჯიხაში, საპასპორტო სამსახურში ეხლა არის დედაჩემი, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ პირად მოიხსენიეთ. დედაჩემი მაგ სამსახურში წლებია მუშაობს – იმაზე ადრე, ვიდრე "ქართული ოცნება" მოვიდოდა. ყველა ტესტირება გაიარა (100–დან 99–98 ქულებით) და მადლობის წერილებიც უდევს სახლში.


ჟურნალისტობა არაა ის, რასაც თქვენ აკეთებთ. იცით ეს დღეები ამ ცილისწამების გამო რა გამოიარაა??? იცით, ამ ასაკამდე ისე მოვიდა, ცხოვრებაში ერთი ტყუილი არ უთქვამს და არც არასდროს არავის ,,კაცი'' და კადრი ყოფილა?! იმისთვის, რომ ის ეკეთებიან და პირნათლად შეესრულებინა ყოველთვის თავის მოვალეობა, არც "ნაცების" ლობისტობა სჭირდებოდა, არც "ქოცების" და საერთოდ, არც ერთი პარტიის. უბრალოდ არაპროფესიონალიზმია ასე ცალსახად, ხელაღებით მიუვარდე და არქივის დოკუმენტებს პირადობები ეძახო და ცილი დასწამო ადამიანს. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, უსამართლობაზე თვალი არასდროს დამიხუჭავს, არც ერთი პარტიის, თუ ჩინოვნიკის მიმართ სუბიექტური არასდროს ვყოფილვარ. ამას იმიტომ არ ვწერ, რომ ის დედაა და მე სუბიქტური ვარ. არა, ის მართლა თავისი საქმის პროფესიონალია და საერთოდ არაფერია სიმართლის ნატამალი იმაში, რაზეც დღეს მას უწევს თავის მართლება.


დედა აუცილებლად მიმართავს სამართლებლივ გზას მისი სიმართლის დასადასტურებლად და აუცილებლად მოგიწევთ პატივისა და ღირსების შელახვისთვის პასუხისგება“-წერს გვანცა ფიფია.