გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: სტატისტიკურად, ოპოზიციის მიმართვიანობა ციხეში შესვლაზე უფრო მეტია, ვიდრე უმრავლესობის

23-11-2018

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ციხეში შესვლის პროცედურებს კიდევ ერთხელ განმარტავს და აცხადებს, რომ უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე კვირა დღეს ციხეში მისი ნებართვით შევიდა.

 

„ციხეში დეპუტატის  შესვლა სპეციალური პროცედურაა. ყველა კითხვას  გაეცა  პასუხი, ეს  ეხება  ოპოზიციას  და  პოზიციას  ერთნაირად.   არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვებმაც  ამოიღეს ციხეში შესვლის სტატისტიკა და აღმოჩნდა, შემთხვევების  ნახევარში ციხეში შესვლაზე თანხმობა იმავე  დღეს  არის  გაცემული“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისი თქმით, სტატისტიკურად, ოპოზიციის მიმართვიანობა ციხეში შესვლაზე უფრო მეტია, ვიდრე უმრავლესობის.

 

„შეგიძლიათ  კითხოთ  ოპოზიციის  წარმომადგენლებს, მათი  მიმართვიანობა  არის  უფრო  მეტი,  ვიდრე  უმრავლესობის  შემთხვევაში. ანუ  ოპოზიცია  უფრო  ხშირად  მომართავს,  ნახევარ  შემთხვევებში  ეს  მოთხოვნები  იმავე  დღეს  კმაყოფილდება და  2/3  შემთხევებში  იმავე, ან  მომდევნო  დღეს. ეს  არის  სტატისტიკა  და  აქედან  გამომდინარე  ოპოზიციის არგუმენტები  თითიდან  გამოწოვილი იყო.  ჯამში,  2  თვის  განმავლობაში  ისინი  ამძიმებდნენ  ფონს  ამ  ხელოვნური  თემებით,  რომელიც  "რუსთავი2"-ის  მიერ  იქმნებოდა. ხელოვნური  იყო  ყველაფერი,  ოქუაშვილი  იყო  აბსოლუტურად  ხელოვნური.  ყველამ დაინახა  თუ  როგორ  ჩაიფუშა უცბად ეს  სპექტაკლი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.