გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფოთის თეატრმა პრემიერა კოლხური კულტურის მუზეუმში გამართა

23-11-2018

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა პრემიერა კოლხური კულტურის მუზეუმში გამართა. შენობის ავარიული მდგომარეობის გამო თეატრის ხელმძღვანელობამ სპექტაკლის სხვა სივრცეში ჩატარება გადაწყვიტა. ,,ფიროსმანი“ ასე ჰქვია თოჯინურ სპექტაკლს, რომელიც ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა მაყურებელს წარუდგინეს. მიზნობრივ ჯგუფს ფოთის თეატრი აფინანსებს. ერთმოქმედებიანი სპექტაკლის რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია, თოჯინების მხატვარი - ვახო ქორიძე, სცენოგრაფია კი გურამ მაცხონაშვილს ეკუთვნის.


,,შევეცადეთ მოგვეყოლა ახალი მითი და ახალი ინტერპრეტაცია ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ძალიან ჩვენეული ვერსია. ზოგადად ვთვლი, რომ სპექტაკლი რეჟისორის სიზმარია და შევეცადე ჩემი სიზმარი ფიროსმანზე მომეყოლა, რაშიც დამეხმარნენ ახალბედა მსახიობები , მთლიანად თეატრის შემოქმედებითი და ტექნიკური პერსონალი.წარმატებებს ვუსურვებ ფოთის თეატრს და ვიმედოვნებ, რომ მომავალი თანამშრომლობა თეატრის კედლებში შედგება“, - განუცხადა ჟურნალისტებს სპექტაკლის რეჟიოსორმა ელენე მაცხონაშვილმა.


პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კოლხური კულტურის მუზეუმში საპრემიერო ჩვენება 23-24 ნოემბერსაც გაიმართება.


ipn.ge