23-11-2018
ბოლნისის რაიონის, სოფელ ქვეშში 70 წლამდე მამაკაცი მოკლული იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს, ყელზე თოკი მოაბეს და ცხედარი სახლიდან ტყეში წაიღეს. მას თვალები აქვს დათხრილი. ცხედარი ტყეში მწყემსმა, ნახევრადშიშველ მდგომარეობაში იპოვა.
სავარაუდოდ, მკვლელობა2 დღის წინ მოხდა.
„დილიდან გარდაცვლილს ნათესავები ეძებდნენ. მის სახლშიც მივიდნენ და არავინ დახვდათ, თუმცა, სახლთან გარდაცვლილის ქურთუკი ნახეს, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყეს. მოგვიანებით კი გარდაცვლილი მენახირემ ტყეში ნახა. ის თვალებდათხრილი და ნახევრადშიშველი იყო,“ - განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა.
“ჯერ არავინ იცის რა მოხდა. ერთადერთი ის ვიცი, რომ ტყეში იპოვეს და თვალები აქვს ამოთხრილი. არ ვიცი რატომ მოკლეს. ჩვენც ექსპერტიზის პასუხს დაველოდებით,“ - განაცხადა მოკლულის ახლობელმა.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.