ფოთის საკრებულოს მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, მერიის სტრუქტურაში 10 სამსახურია, რომელშიც 24 განყოფილება შედის. სულ ფოთის მერიაში 124 მოსამსახურე, - მათ შორის, 103 საჯარო მოხელე და 21 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მუშაობს.
საკრებულოს დადგენილების თანახმად, თითოეული თანაშემწის ხელფასი თვეში 1300 ლარია, რაც საერთო ჯამში თვეში 15 600 ლარს შეადგენს, ანუ მხოლოდ მერიაში დასაქმებული თანაშემწეების ხელფასებს ერთი წლის განმავლობაში 187 200 ლარი ესაჭიროება.
„რეგინფო“ წერდა, რომ 7 პირადი თანაშემწე ჰყავს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას, რომელსაც 2017 წლის 12 ნოემბრამდე ქალაქის მერის თანამდებობა ეკავა. ფოთის მერიასა და საკრებულოში თანაშემწეების რიცხოვნობა 2017 წლის 11 სექტემბერს დამტკიცდა.
წყარო: reginfo.ge
http://www.reginfo.ge/politics/item/4167-potis-meriashi-xelshekrulebit-12-tanashemxe-mushaobs