ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
თელავის სოფლები ლალისყური და ლაფანყური გაზმომარაგების ქსელში ჩაერთო

23-11-2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლალისყურსა და ლაფანყურში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დასრულდა, რამაც მოსახლეობას საერთო ქსელში ჩართვის საშუალება მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.


„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორის ჯაბა ხმალაძის განცხადებით, სოფლის მცხოვრებლებს დღესვე შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ქსელში ჩართვის განცხადებით. ასევე, მათ საშუალება ექნებათ ისარგებლონ კომპანიის შიდა განვადებით, რაც ხელს შეუწყობს როგორც გაზმომარაგების პროცესის დაჩქარებას, ასევე აღნიშნული სერვისით სარგებლობის ხელმისაწვდომობას.

გაზიფიცირების პრობლემის მოგვარება ადგილობრივ მოსახლეობას მიულოცა კახეთის მხარის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა. მან აღნიშნა, რომ გაზიფიცირება არამარტო გაუადვილებს ხალხს ცხოვრებას, არამედ მნიშვნელოვნად დაიზოგება ხე-ტყის რესურსიც.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ის ოჯახები მოინახულა, სადაც შეყვანილია ბუნებრივი აირი და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და დევნილ ოჯახებს საჩუქრად გაზქურები გადასცა.

ღონისძიებას ასევე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის/გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.


www.interpressnews.ge