გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზუგდიდს ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა 2019 წელს ექნება

23-11-2018

ზუგდიდს ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა 2019 წელს ექნება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობის პროცესი ივლისში დასრულდება.


თანამედროვე სტანდარტების შენობა მრავალფუნქციური იქნება და რეგიონულ სასწავლო ცენტრის ფუნქციასაც შეასრულებს. შენობას შესაძლებლობა ექნება მიიღოს სამაშველო ვერტმფრენი.


პროექტის ღირებულება 3 მილიონი ლარია.


სამშენებლო სამუშაოები დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა დაათვალიერეს.


ipn.ge