გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დიმიტრი ცქიტიშვილი: მე არ მიკვირს ის გეგმები, რომლებიც მათ აქვთ და რომელიც ამ ჩანაწერში ჩანს

23-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიშვილი  „პალიტრა ვიდეოს“ მიერ,  უკრაინულ ვებგვერდ  zdes.com.ua-ზე დაყრდნობით გავრცელებულ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, გიორგი ვაშაძის სატელეფონო ჩანაწერს ეხმიანება.

 

,,ჩანაწერის სანდოობაზე მე ვერ ვისაუბრებ, უბრალოდ მგონია, რომ ის ტექსტი, რომელიც ამ საუბარში იყო არავის არ გაკვირვებია, ახალი ალბათ არაფერია. საჯარო საუბრებიც, მეტნაკლებად შეფარული, მაგრამ მსგავსი ყოფილა.  ავთენტურობას  ვერ დავადასტურებ, უბრალოდ ვამბობ, რომ ის ტექსტი, ის გეგმები, რომლებიც მათ აქვთ და რომელიც ამ ჩანაწერში ჩანს არ მიკვირს“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

შეგახსენებთ რომ ჩანაწერი გუშინ გავრცელდა. ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და გიორგი ვაშაძე მოქმედი მთავრობის შესაძლო დამხობის სავარაუდო გეგმებზე ლაპარაკობენ.