კვირა, ივნისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
კახეთში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

23-11-2018

პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში კახეთის რეგიონის საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარელის, ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტების ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ფერმერებს ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სპეციალისტებმა ვაზის, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებზე, ასევე ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენებასა და საფუტკრის მოწყობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“, რომელიც ფერმერების ცნობიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს, 2016 წლიდან ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 20 ათასზე მეტ ფერმერს გაეწია კონსულტაცია.