23-11-2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 31 სკოლის 100 მასწავლებელს უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
ახალციხეში 99 მასწავლებელს უფროსი, ერთს კი წამყვანი მასწავლებლის დამადასტურებელი სერთიფიკატები რესურსცენტრის ხელმძღვანლემა ხათუნა ხმალაძემ და ახალციხის მერის მოადგილემ გურამ მელიქიძემ გადასცეს.
„გახარებული ვარ, ეს დიდი მოტივაციაა ჩემს საქმეში, ბავშვებს ინგლისურს ვასწავლი და მეტი ენთუზიაზმით მოვეკიდები საქმეს“, – ამბობს ელენე ინასარიძე, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
უფროსი მასწავლებელი გახდა მეხუთე საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგი თეონა გოგოლაძეც: „უკეთესი შემართებით გავარძელებ ჩემ საქმიანობას“.
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ხელფასი სრული დატვირთვის შემთხვევაში 320 ლარით, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებს კი სრული დატვირთვის შემთხვევაში 500 ლარით ეზრდებათ.
ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებულ 38 საჯარო და კერძო სკოლაში სულ 997 მასწავლებელია. მათ შორის 322 კი უფროსი და წამყვანი მასწავლებელია.