გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხეში კულტურის სახლი ორსაუკუნოვან ავარიულ შენობაში ფუნქციონირებს

23-11-2018

ახალციხეში, იაძის N1-ში, კულტურის სახლი 1978 წელს გადავიდა. შენობა, რომელიც მე–19 საუკუნეში აშენდა, ჯერ ქარვასლას, მოგვიანებით სასამართლოს ეკუთვნოდა. ახლა კი ავარიულ შენობაში ცეკვისა და მუსიკის წრეები ფუნქციონირებს.

 

ერთსართულიან შენობაში ექვსი ოთახია. აქ ყოველდღიურად ცეკვის, ფანდურისა და გიტარის გაკვეთილები ტარდება. კულტურის სახლში გადის რეპეტიციებს ფოლკორული ანსამბლი „მესხეთიც“. შენობაში შეშის ღუმელებით თბებიან, თუმცა დაზიანებული კელდების, ფანჯრებისა და ჭერის გამო, ოთახებში სითბო ნაკლებად იგრძნობა.

 

„ქალაქი ფაქტობრივად დარჩენილია კულტურის სახლი გარეშე. სულ დგას ეს პრობლემა დღის წესრიგში, მაგრამ ჯერ ვერ მოუხერხეს ვერაფერი“, – ამბობს სახალხო მთქმელი და ანსამბლ „მესხეთის“ წევრი ვასილ კვინცხაძე.

 

ისტორიკოს ცირა მესხიშვილის თქმით, შენობა ორი საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდა. აქ ჯერ ქარვასლა, შემდეგ კი სასამართლო იყო. იმ პერიოდში კი როცა აქ ქარვასლა ფუნქციონირება, ქალაქის 12 აბანოდან ერთ–ერთი სწორედ აქ იყო.

 

შენობის ისტორიას გვიყვებინ ახალციხის მერიის კულტურის სამსახურში: „ეგ შენობა მე–19 საუკუნეშია აშენებული, მანდ ოდესღაც ქარვასლა იყო ე.წ. კანტორასავით. მანდვე იყო გლეხების დასასვენებლი ადგილი, ურმებით ჩერდებოდნენ–ხოლმე და ღამეს ათევდენენ. უკან, სადაც ახლა „გარაჟებია“, საწყობები იყო, იქ გლეხები ტვირთს ალაგებდნენ და მეორე დილით მიჰქონდათ. მანდვე ფუნქციონირებდა აბანოც. იმ აბანოს 1903 წლით დათარიღებულ სურათში, მოიხსენიებენ როგორ ახალციხის აბანოს“, – ამბობს ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი რეზო ანდღულაძე.

 

ისტორიულ შენობაში ახალციხის კულტურის სახლი 1978 წელს გადავიდა. მას შემდეგ კედლები არაერთხელ გაამაგრეს. ბოლოს კი აქ კოსმეტიკური რემონტი 2017 წელს ჩატარდა, მოეწყო შესასვლელი კიბე, შეიღება კედლები.

 

კულტურის სახლის საკითხი ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში წლებია დგას, თუმცა პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელია.

 

ქალაქის ყოფილი მერის ვლადიმერ ზედგინიძის იდეა იყო, რომ ამორტიზებული შენობის ნაცვლად, ახალი კულტურის სახლი რუსთაველის ქუჩაზე ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე აეშენებინათ. ეს ადგილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზეა და მუნიციპალიტეტისთვის მის გადმოცემას ზედგინიძის წინამორბედებიც ითხოვდნენ.

 

„კულტურის სახლის შენობა ამორტიზებულია, ერთადერთი ყველაზე რეალური გამოსავალი არის ის, რომ როგორღაც დაგვიბრუნონ სამხედროების ყოფილი ტერიტორია, სადაც ძველი შენობები ინგრევა და უბედურდება. ჩემი მერობის დროს ეს საკითხი ფაქტობრივად შეთანხმებული იყო, უბრალოდ გამდმოცემაღა იყო დარჩენილი და ამაზე მინსიტრთა კაბინეტის სხდომაზე უნდა ემსჯელათ“, – ამბობს ახალციხის ყოფილი მერი ვლადიმერ ზედგინიძე.

 

ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე კულტურის სახლის მშენებლობის გაგმაზე ახალციხის მერია ისევ მუშაობს.

 

„ძალიან შეწუხებულები ვართ, რომ ქალაქში არ გვაქვს კულტურის სახლი. ჩვენ ველოდებით სასაზღვრო ნაწილის ტერიტორიის გადმოცემას, რადგან ფიზიკურად სხვა ტერიტორია არ გვაქვს. გუბერნეტორის ინიციატივით აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს გადმოცემასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ახალციხის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე.

 

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ამბობს, რომ იგი ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიის გადმოცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ერთდროულად აწარმოებს როგორც შინაგან სამინისტროსთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან.

 

„ეს ადგილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე იყო და ახლა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ორივე უწყებიდან დასტური უკვე მაქვს, მხოლოდ ფორმალური მხარეები დარჩა მოსაგვარებელი და გადმოგვცემენ ამ ტერიტორიას. ამის შემდეგ შევძლებთ იქ კულტურის სახლის აშენებას“, – ამბობს ამირანაშვილი.


sknews.ge