გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას გიორგობა მიულოცა

23-11-2018

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, დიდმოწამე გიორგის საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

მან სამების საკათედრო ტაძრიდან საქართველოს მოსახლეობას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. დიდმოწამე გიორგის სრულიად განსაკუთრებული ადგილი და როლი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს მართლმადიდებლობაში. ჩემი აზრით, სწორედ მისი მოღვაწეობა არის ყველაზე კარგი ანალოგი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, სადაც ბევრი ტკივილი, მაგრამ ამავე დროს ქართველი ერის სულიერი სიმტკიცე ჩანს. მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს გიორგობა კიდევ ერთხელ მივულოცო. მინდა, ჩვენ ერს ვუსურვო გაერთიანება, ერთსულოვნება და წინსვლა ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.