გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პატრიარქი პრეზიდენტობის კანდიდატებს: დარწმუნებული ვარ, გამარჯვებასაც და დამარცხებასაც ღირსეულად შეხვდებით

23-11-2018

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს წმინდა გიორგის ხატები გადასცა.

როგორც სამების ტაძარში გამართული ლოცვის შემდეგ ილია მეორემ ბრძანა, ის დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები დამარცხებასაც და გამარჯვებასაც ღირსეულად შეხვდებიან.

„დარწმუნებული ვარ, თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, მაგრამ მე მინდა გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს ის არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, ვინც ეს მძიმე პერიოდი გამოიარეთ, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული. წმიდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ, თქვენთვის მოვამზადე წმინდა გიორგის ხატები და მინდა გადმოგცეთ,“ - ბრძანა ილია მეორემ.