ორშაბათი, ივნისი 02, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
რატი იონათამიშვილი: სირცხვილი არა შეზღუდული შესაძლებლობა, არამედ ამის მალვაა!

23-11-2018

"მეორე დღეა, ვხედავ და ვისმენ, სრულიად წარმოუდგენელ აჟიოტაჟს გრიგოლ ვაშაძის შვილთან, ნოდარ ვაშაძესთან დაკავშირებით. გულწრფელად, ვერ ვხვდები, რას ემსახურება ამ ადამიანის გარშემო ასეთი ბუნდოვანების შექმნის მცდელობა"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.


"მთელი კამპანიის განმავლობაში ჩვენ ხშირად ვხედავდით, რომ მედია გრიგოლ ვაშაძეს კითხვას უსვამდა შვილის მოქალაქეობაზე და იმის შესახებ, იცოდა თუ არა მან ქართული ენა. ბატონი გრიგოლი ამ კითხვებს არ პასუხობდა.


აქამდე, სატელევიზიო სიუჟეტებიდან მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ნოდარ ვაშაძე საქართველოში არ ცხოვრობდა, მაგრამ მამის ბიზნესში იყო ჩართული.
თუმცა, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილის შვილმა ნოდარ ვაშაძე დებატში მიიწვია, სოციალურ ქსელში უამრავი აზრი წავიკითხე, თითქოსდა საკითხის „დელიკატურობა“ და „გასაიდუმლოება“ იმით არის გამოწვეული, რომ ნოდარ ვაშაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.


ამ თემაზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა, ვიცი, რომ ჩვენი საზოგადოება იმაზე მეტად ცივილიზებულია, ვიდრე ეს ზოგიერთს ჰგონია და სირცხვილი არა შეზღუდული შესაძლებლობა, არამედ ამის მალვაა!


საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ათასობით ადამიანი ვცხოვრობთ და არ მგონია, რომელიმე ჩვენგანი ფიქრობდეს, რომ ეს „უხერხულია“.. პირიქით, ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანები ამაყობენ ჩვენი სიმამაცით!


პ.ს. ბატონო გრიგოლ, როცა მთავარ მეთოდად იმას იყენებთ, რომ სხვას თქვენს მიერ ჩადენილი დააბრალოთ და როცა მთელი კამპანიის განმავლობაში სალომეს ქართულს უწუნებდით, რატომ გიკვირთ, თქვენც თუ გკითხავენ - იცის თუ არა თქვენმა შვილმა ქართული?"-წერს იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.