გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქვემო ქართლში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით აზერბაიჯანის და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

24-11-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი - საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს.


ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.მ., 1959 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ნ.ვ. და 1988 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ჩ. ქვემო ქართლში სხვადასხვა ქალაქებში დააკავეს.


პოლიციამ ა.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, კოროვინის კონსტრუქციის პისტოლეტი და 19 ვაზნა ამოიღეს. ნ.ვ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „GOLD STAR“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, ს.ჩ.-სგან კი - ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 33 ვაზნა.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.