გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სალომე ზურაბიშვილი: ეს არჩევნები უკვე არის პროგრესი, მაგრამ შემდეგი არჩევნები ნამდვილად ევროპული ყაიდის იქნება

24-11-2018

„ეს არჩევნები უკვე არის პროგრესი, მაგრამ შემდეგი არჩევნები იქნება ნამდვილი ევროპული ყაიდის,“ – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.


პრეზიდენტობის კანდიდატმა პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი გამოძიებისსაქმეა.


„რამდენადაც ვიცი, ეს არის გამოძიებისა და პროკურატურის საქმე, რომელიც უთუოდ უნდა გამოიძიონ. ჩემი იმედი იყო და არის, რომ ეს ქვეყანა გამოვიდეს ერთმანეთის ბრალდებებიდან, რომ აყალბებ-ვაყალბებ-აყალბებთ და ასე შემდეგ. ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები, ეს ქვეყანა ამის ღირსია და ამისთვის მზად არის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არჩევნები უკვე არის პროგრესი, მაგრამ შემდეგი არჩევნები იქნება ნამდვილი ნორმალური ევროპული ყაიდის არჩევნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.