გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თამაზ ნავერიანმა წერეთლის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა

25-11-2018

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი წინასაარჩევნოდ, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.


ამჯერად ის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის მოსახლეობას შეხვდა, და ადგილობრივებს საპრეზიდენტო არჩევნებსა და დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამის შესახებ ესაუბრა.


შეხვედრაზე, თამაზ ნავერიანმა მოსახლეობას დეტალურად გააცნო სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამა და მთავრობის მიერ დაგეგმილი სიახლეები. კერძოდ, პრემიერ ბახტაძის ინიციატივა ჭარბვალიანობის შესახებ, რასაც ბანკი „ქართუს“ თანადგომით მთავრობა განახორციელებს.


თამაზ ნავერიანმა ადგილობრივებს მარნეულში დაგეგმილი პროექტების შესახებაც ესაუბრა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. კერძოდ: წყალმომარაგების სისტემის შეცვლა, ახალი სკოლების მშენებლობა, გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სოფელ წერეთელში მინი სტადიონის მშენებლობა. მოსახლეობამ თავის მხრივ, მაჟორიტარ დეპუტატს არსებული პრობლემები გააცნო, რომელთა გადაწყვეტაც ადგილზევე გახდა შესაძლებელი.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წერეთლის მოსახლეობა მზად არის არჩევნებში მონაწილეობისა და სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად.