გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი ქობულია: ქვემო ქართლის რეგიონს აქვს ინდუსტრიული განვითარების დიდი პოტენციალი, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია

25-11-2018

„ქვემო ქართლი, ტრადიციულად, არის საქართველოს ერთ-ერთი ინდუსტრიული რეგიონი, შესაბამისად, როგორც მინისტრს, მაინტერესებს ხალხის აზრი, თუ რა პრობლემებია დღეს აქ ეკონომიკური კუთხით და რით შეიძლება, რომ ამ რეგიონსდავეხმაროთ“ - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რუსთავში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი ქობულიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგის ფორმატში საუბარი, რადგან უშუალო კომუნიკაცია ხელს უწყობს მათ წინაშე არსებული საკითხების სწრაფ გადაწყვეტას.

„ეს არის ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა იმ ფორმატის შეხვედრებს შორის, რომელთა ჩატარებაც რეგიონებში რამდენიმე თვის წინ დავიწყე და ამას გავაგრძელებ მომავალშიც“ - აღნიშნა მინისტრმა.

მეწარმეებთან შეხვედრაზე გიორგი ქობულიამ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებულ ინტერესს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ისე ინდუსტრიული განვითარების ხელშეწყობის კუთხით. მისი თქმით, ის რესურსები, რაც ქვემო ქართლის რეგიონს გააჩნია ამ მიმართულებით, მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული და გამოყენებული იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც საქართველოს მთავრობას გააჩნია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ საინტერესო გეგმები, თუმცა, ნამდვილად არ მინდა მონოლოგის რეჟიმში გესაუბროთ ამაზე. ჩემი ჩამოსვლის მიზანი დიალოგის რეჟიმში თქვენთან კომუნიკაცია და იმ ეკონომიკური გამოწვევების განხილვაა, რაც დღეს თქვენს წინაშე დგას. მინდა ვისაუბროთ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე“ - განუცხადა ეკონომიკის მინისტრმა ადგილობრივ მეწარმეებს. გიორგი ქობულიამ მათ მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის და აღნიშნა, რომ დასვენების დღეს ამდენი ადამიანის შეკრება მთავრობასთან რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ მისთვის მართლაც შთამბეჭდავია.

„ეს იმას ნიშნავს, რომ გული შეგტკივათ ამ რეგიონზე, გსურთ, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს, რაც ჩვენც გვაძლევს სტიმულს და იმედს, რომ ერთმანეთის თანადგომით შევქმნით უკეთეს ეკონომიკურ მომავალს ჩვენს ქვეყანაში“ - განაცხადაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

რუსთავში გამართულ შეხვედრას გიორგი ქობულიასთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ქვემო ქართლის რეგიონში შოთა რეხვიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.