26-11-2018
"არა ნაცებს, არა სისხლიან რეჟიმს"- ამ ლოზუნგით მოსახლეობამ თელავში მსვლელობა მოაწყო. პროტესტს ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელ ყარაჯალიდანაც შეუერთდნენ.
მსვლელობა სოფელ ვარდისუბნიდან დაიწყო და მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი მოიცვა.
აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანდნენ და ამომრჩეველს პრინციპული არჩევანის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
გუშინ, თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქცია „არა ნაცებს“ დასრულდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო გამოსვლაზე დაახლოებით 98.000 -მდე ადამიანი მივიდა.