გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში ჭარბი წონისა და დიაბეტის დაძლევის საკითხზე შეხვედრა გაიმართება

26-11-2018

მიმდინარე წლის პირველ და ორ დეკემბერს ქალაქ გორში დემოკრატიისა და ჩართულობის ცენტრში გაიმართება შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება საკითხს, თუ როგორ დავძლიოთ ჭარბი წონა და დიაბეტი. ტრენინგს ჩაატარებენ გამოცდილი სპეციალისტები ენდოკრინოლოგი, ფსიქოლოგი, ჭარბი წონის ინსტრუქტორი.

"რატომ უნდა დავინტერესდეთ ამ ტრენინგით?


1. თუ თქვენ გვაწუხებს ჭარბი წონა და დიაბეტი, მიიღებთ რჩევებს გამოცდილი სპეციალისტებისგან. მათ სულ სხვაგვარი ხედვა და დამოკიდებულება აქვთ აღნიშნულის შესახებ. მალე დარწმუნდებით, რომ არც ერთი მათგანი არაა განაჩენი.

2. თუ თქვენს გარშემო არიან ასეთი ადამიანები, ვისაც აწუხებთ ჭარბი წონა და დიაბეტი, მნიშნელოვანია, ვიზრუნოთ მათზე, ხანდახან მათ პირადად ჩართვა არ სურთ; არ სურთ თავად იყვნენ ინიციატორები, რათა დაძლიონ პრობლემა, დავეხმაროთ და გადავდგათ პირველი ნაბიჯი; ერთად დავძლიოთ სტრესი.

3. ხშირად ჭარბი წონის მატარებელ ადამიანებზე ხორციელდება ბულინგი, განსაკუთრებით, ეს პრობლემა ხშირია სკოლებში. გთხოვთ გვეწივიოთ პედაგოგები და მიიღებთ კლასის საათისთვის, სადამრიგებო პროგრამისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ," - აღნიშნულია განცხადებაში.

პროექტის მიზანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და შაქრიანი დიაბეტის რისკის ქვეშ მყოფ პირთა სწავლების გზით საკუთარ თავზე დაკვირვებისა და თვითკონტროლის უნარების განვითარების ხელშეწყობა, პაციენტების ორგანიზმში შესაძლო სხვა პარალელური დაავადების გართულების პრევენციისთვის საჭირო უნარებით აღჭურვა, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სწორი მკურნალობით და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებით.

შეხვედრაზე მონაწილეობის მსურველები დაუკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: 577093101


qartli.ge