გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში აგურის ქარხანა აშენდება

26-11-2018

კასპში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხანა აშენდება. პროექტს ესპანური კომპანია „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით განახორციელებს.


საწარმოს მშენებლობას საძირკველი დღეს ჩაეყარა.


მშენებლობის დაწყებას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.


აგურის ქარხანა 2019 წლის ზაფხულში ამოქმედდება და ყოველწლიურად 120 000 ტონა აგურს აწარმოებს. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

ქარხანაში წარმოებული პროდუქცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე გაიყიდება.


1tv.ge