გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გია ვოლსკი: მთავარი კვლევა არჩევნებია, ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს

26-11-2018

პარლამენტის თავმდჯომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს“ - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

მისი თქმით, მთავარი კვლევა არჩევნებია. 

„არჩევნები - ეს არის მთავარი კვლევა. შეიძლება პარალელურ დათვლას, ეგზიტპოლებს, რაღაც ყურადღება დაუთმოთ, თუმცა ასეთი დაძაბულობის პირობებში, არ მგონია რომელიმე კვლევას ყურადღება უნდა მივაქციოთ აქეთ თუ იქით, იმიტომ რომ ასე საპირისპირო კვლევაც არსებობს, მაგრამ რეალურად საზოგადოების განწყობები ვიცით. რაც შეეხება ხმების გადანაწილებას, მე ეს კვლევაც ჰაერიდან მოტანილი მგონია, ვინაიდან საზოგადოებას ჩვენც კარგად ვიცნობთ ვხვდებით ხალხს და დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის მიმართ არის საკმაოდ აგრესიული და გაცილებით უფრო აგრესიული,ვიდრე ეს იყო პირველ ტურში. ამას თავისი მიზეზები აქვს, შემიძლია ჩამოგითვალოთ კიდეც, იმიტომ, რომ ბევრი ელოდებოდა,რომ "ნაციონალური მოძრაობა" იქნებოდა გარკვეული ძალიან დამაბალანსებელი, მმართველობის დამაბალანსებელი იმ კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც საქართველოში მოქმედებს და ბევრმა დაინახა,რომ ეს ასე არ არის, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს გვპირდება, ანტიკონსტიტუციური ქმედებებით გვემუქრება "ნაციონალური მოძრაობა". ასე რომ აქედან გადაწყვეტილებების ძალიან მნიშვნელოვანი ცვლა გამომდინარეობს “ - განაცხადა გია ვოლსკიმ.