გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კასპში, სოფელ ფერმაში ძროხების სასაკლაოდან გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი ორი პირი გაათავისუფლეს

26-11-2018

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში აცხადებენ, რომ ემზარ სოინოღლი და კიდევ ერთი პირი ძროხების სასაკლაოდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პარტიის კასპის ოფისიდან აცნობეს.

ამ წუთებში საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რეგიონალური შტაბის წარმომადგენელი ნუგზარ ნონიაშვილი სოფელ ფერმაში მიდის. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ სამსახურიდან ორი პირი მას შემდეგ გაათავისუფლეს, როდესაც სოფელში ნუგზარ წიკლაური იმყოფებოდა და ადგილობრივებთან ერთად შეხვედრა გამართა. ემზარ სოინოღლის და კიდევ ერთ პირს განუცხადეს, რომ მათ სწორედ ამ შეხვედრაში მონაწილეობის გამო ათავისუფლებენ.

qartli.ge