გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სალომე ზურაბიშვილის ძმა: მე ვირჩევ ადამიანს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო არჩევანია

26-11-2018

მმართველი გუნდისგან მხარდაჭრილი პრეზიდენტობის კანდიდატის ძმის, ოთარ ზურაბიშვილის განცხადებით, მისი და, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის საუკეთესო არჩევანია.

„მსურს, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ. ვინც კარგად არ მიცნობს, შევახსენებ, ჩემს ვინაობას: ვარ დაბადებული და გაზრდილი საფრანგეთში, პოლიტიკურ- ისტორიული ემიგრანტის ოჯახში. ახალგაზრდობიდან ვიყავი ჩართული საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დაწყებული 1975 წლიდან მხარს ვუჭერდი ქართულ ეროვნულ მოძრაობას. ამ წლების მანძილზე ვიყავი ერთერთი საფრანგეთის ქართული სათვისტომოს დირექტორატის წევრი და თორმეტი წელია რაც ვარ მისი თავმჯდომარე. რასაკვირველია, გამოვხატავ არა სათვისტომოს, არამედ ჩემსას.

ალბათ იცით, რომ ჩემ დას სალომეს და მე გვქონდა განსხვავებული პოლიტიკური აზრები და კიდევაც გვაქვს ზოგიერთ საკითხებში, მაგრამ გვერდიგვერდ გავიზარდეთ იმ ოჯახში, სადაც სუფევდა ის მუდმივი პრინციპები, რომელსაც ქვია საქართველოს სუვერენიტეტი და საქართველოს დამოუკიდებლობა. ნათელი არის ორივესთვის, რომ საქართველოს ისტორიული მტერი იყო და არის რუსეთი, რომელიც დღესაც ცდილობს საქართველოს დაპყრობას. ასევე, დარწმუნებული ვარ, კრემლი იყენებს ყოველგვარ ყოფილ საბჭოთა მეთოდებს, რომ სალომეს პრეზიდენტობა აირიდოს. დღევანდელი მიუღებელი კამპანიაც არის ამის კარგი მაჩვენებელი.

მომავალი პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ძალიან განსხვავებული, დღევანდელი კანონმდებლობა აძლევს პრეზიდენტს, რა არ არის რომელიმე პარტიის მიერ წარმოდგენილი საშუალებას, რომ ა რ ჩაერთოს პარტიულ ბრძოლაში და ამგვარად, იყოს ყოველი ქართველის წარმომადგენელი. დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები გვაძლევს იმ უნიკალურ შანსს, რომ დავასუსტოთ რუსეთის მუქარა და გავაძლიეროთ ჩვენი ერი. 

სალომეს 30 წლიანი ევროპული, ფრანგული და ამერიკული გამოცდილება სრულიად ესაბამება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებებს და მის სამ მთავარ მიზანს: საზოგადოების გამოყვანა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებებისგან, მისი დამშვიდება და გაერთიანება. საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, რომელსაც გააადვილებს სალომეს ევროპული და ამერიკული სტრუქტურების ცოდნა და პერსონალური კავშირები. საქართველოს და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობის გაფართოება და მათი დაბრუნების პირობების შექმნა. სალომეს ინიციატივით მიღწეული კონსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებები ორმაგ მოქალაქეობაზე იძლევა ამის საშუალებას. ამ სამი მიზნის მიღწევა მოგვიტანს ძალას და იარაღს რუსეთის საფრთხის ასაშორებლად.

მე არ ვირჩევ პარტიას, არამედ ვირჩევ პრეზიდენტს. მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს, როგორც პროფესიონალს. ვირჩევ მის კომპეტენტურობას და გამოცდილებას. მე ვირჩევ ადამიანს, რომელიც არის საქართველოსთვის საუკეთესო არჩევანი,“ - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.