26-11-2018
არის თუ არა ტელეკომპანია „რუსთავი2“ ფეიკ ნიუსერი? - პოლიტოლოგი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ძირითად მიგნებებზე საუბრობს.
მან „რუსთავი2“-ის მედია-მონიტორინგის კვლევა ჩაატარა.
„არის თუ არა "რუსთავი2" ფეიკ ნიუსერი? გთავაზობთ ჩემს მიერ ჩატარებულ "რუსთავი2"-ის მედია-მონიტორინგის კვლევას. შევარჩიე 3 კონკრეტული დღე (19-21 ნოემბერი).
ძირითადი მიგნებები:
საინფორმაციო გამოშვებებში, ფაქტების 79.4% ყალბი ან ინტერპრეტირებული/დამახინჯებულია;
თოქ-შოუებში, განსაკუთრებით კი „კვირის აქცენტებში“, არაერთხელ იქნა გამოყენებული ადამიანის პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელი განცხადება თავად გადაცემის წამყვანების მხრიდან;
როგორც საინფორმაციო გამოშვებებში, ისე თოქ-შოუებში ხშირი იყო გადაუმოწმებელი ფაქტების ტირაჟირება;
ჟურნალისტების მხრიდან არაერთხელ მოხდა საკუთარი აზრების ფაქტებად წარმოჩენა და პირდაპირი დასკვნების ტირაჟირება;
კვლევის პროცესში, პოზიტიურ და ნეიტრალურ კონტექსტში ძირითადად, ხელისუფლების წარმომადგენლების მხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრები გაშუქდა;
პოლიტიკური თუ საინფორმაციო-ანალიტიკური შოუების გაშუქებისას, შეინიშნებოდა ტენდენციური დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ და ხდებოდა მისი დაუფარავი კრიტიკა;
თოქ-შოუების გაშუქებისას ხდებოდა სალომე ზურაბიშვილის „რუსეთის პროექტად“ და მოღალატედ წარმოჩენა;
ხშირად სიუჟეტები ეგებოდა გაყალბებული ფაქტების კვალდაკვალ და ყველა შემდგომი დასკვნა პირველი ცრუ ინფორმაციის გაგრძელებას წარმოადგენდა.
ხშირი იყო კადრებით და მუსიკით მანიპულირება, განსაკუთრებით თოქ-შოუებში.
Eng version in details:
https://drive.google.com/…/1MF30aTdiMpNDrsSyluAN0D-SS…/view…
დეტალურად იხილეთ აქ:
https://drive.google.com/…/1DV4Qw1SIihYbcSx3V-B3l5YtD…/view…“ - წერს გია აბაშიძე.