გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მარნეულში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა

26-11-2018

მარნეულში დღეს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა. კონცერტში ცნობილი ქართველი და აზერბაიჯანელი მომღერლები მონაწილეობდნენ. მათ შორის, ანსამბლი „ფორტე“, რომელმაც სცენაზე ქართულ-აზარბეიჯანული სიმღერები შეასრულა.


კონცერტში მონაწილებდნენ ასევე, აზერბაიჯანელი მომღერალი აიდან რუსტამოვა და უზეირ მეხტიზადე, რომლელთა გამოჩენამ სცენაზე, მაყურებლის ოვაცია გამოიწვია. როგორც კონცერტში მონაწილე მომღერლებმა აღნიშნეს, ისინი მოხარული არიან მარნეულში სტუმრობით და თავიანთი შემოქმედებით, სალომე ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ. კონცერტს ორი ათასზე მეტი მაყურებული ესწრებოდა.