გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ახალქალაქში ყოველთა წმიდათა ტაძრის საძირკველი აკურთხეს

27-11-2018

ახალქალაქში ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძრის მშენებლობა იწყება. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ტაძრის საძირკველი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად აკურთხა.

 

ტაძრის საძირკვლის კურთხევას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ვაზგენ მირზახანიანი, ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოანი და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ესწრებოდნენ.

 

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მღვდელმსახურის თქმით, ეპარქიაში არსებული წმინდანთა ნაწილები სწორედ ამ ტაძარში განთავსდება: „ჩვენს ეპარქიაში 1 600–მდე წმინდა ნაწილია, ესენი სხვადასხვა სამლოცველოშია განთავსებული. ამ ტაძარში კი თორმეტი კედელი იქნება და ყოველთვიურად, თითო კედელზე, თითო თვით, თითო წმინდანის ნაწილები იქნება განთავსებული. წმინდა ნაწილებთან შესრულდება წირვა და ეკლესიაში ყოველდღიური მსახურება იქნება“ – გვითხრა დეკანოზ ალექსანდრე ქასრაშვილმა.

 

საძირკვლის კურთხევის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტემა შეკრებილ მრევლს მიმართეს: „ეს ტაძარი იქნება იმ წმინდანების სახელობის, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანებად დაიბადნენ. ისინი დალოცავენ ამ ქალაქს და ამ მხარეს“, – ამბობს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

 

„ტაძრის აშენებას არამხოლოდ ქართველებისთვის და სომხებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის დიდი მნიშვნელობა ექნება“, – აცხადებს ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე.

 

შეკრებილებს მიმართა ეპისკოპოსმა ვაზგენმაც: „ვულოცავ ჩვენს ქართველ ძმებს დღევანდელ დღეს ეჩმიაძინის ტაძრის და სრულიად სომხეთის კათოლიკოს პატრიარქის სახელით. მეუფე ნიკოლოზი საინტერესო ადმაიანია, ის ყოველთვის ფიქრობს, რომ ხალხი გააერთიანოს“.


sknews.ge