გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა ბახტაძე: თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული

27-11-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თითოეული ამომრჩევლის ხმა დაცული იქნება.

 

პრემიერმა დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა და მოქალაქეებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

 

„ხვალ ჩვენ ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტადიციად იქცა და ქართველი ხალხის ამ მონაპოვარს ჩვენი ხელისუფლებაყოველთვის დაიცავს. ხვალ, თიოთოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი საკუთარი მოსაზრებისა და სინდისის კარნახით, მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს. თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული და ეს ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნებაა.

 

მოგეხსენებათ, რომ არჩევების დღე, 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოვაცხადეთ. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალქეებს გამოიჩინონ აქტიურობა, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე. ყველა მივიდეთ არჩევნებზე და  გააკეთოთ სასურველი არჩევანი. ასევე, მივმართავ ყველა დამსაქმებელს, ხელი შეუწყოს, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და არ შეეზღუდოთ კანონით გათვალისწინებული უფლება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.