გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: ვფიქრობთ, რომ წინასაარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

27-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„საქართველოში ხვალ ისევ ჩატარდება ისეთივე დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნების შემთხვევაში. რაც არ უნდა ეცადოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მედიასაშუალებები ამ პროცესს მიაყენონ ჩრდილი, ხელისუფლება, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მოწოდებულია და პასუხისმგებლობა აქვს აღებული, რომ კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. ეს არის ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა, ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ეს არის დემოკრატიის ტესტი და „ქართული ოცნება“ დემოკრატიის მთავარი მიღწევის უარყოფას არასდროს აპირებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წინასაარჩევნო გარემო მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. თუ არ ჩავთვლით იმ ტყუილებს, რომელიც მოდის სამწუხაროდ, ტელეკომპანია „რუსთავი2“-დან, თუ არ ჩავთვლით პროვოკაციებს, რაც ისევ და ისევ მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობიდან“. რეალურად, მცირე დარღვევების გარდა, წინასაარჩევნო გარემო შეგვიძლია შევაფასოთ დადებითად და იქნება აბსოლუტურად დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები. საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.