გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ხაშურში ბავშვთა ნახატების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

27-11-2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძემ ბავშვთა ნახატების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბავშვთა ნახატების კონკურსი თემაზე „მრავალფეროვნება გვაერთიანებს - საქართველო და ლატვია“ ხაშურსა და ხაშურთან დამეგობრებულ ქალაქ ბაუსკაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტ „პლატფორმას“ ფარგლებში ერთდროულად მიმდინარეობდა.


მათივე ცნობით, ნახატების კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები ნოემბრის თვეში ჯერ ბაუსკას მერიაში, შემდეგ კი ბაუსკას კულტურის სახლში იყო გამოფენილი.


„გამოფენა ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. გამოფენაში მონაწილე როგორც ლატვიელი, ისე ხაშურელი 9 საუკეთესო ნამუშევრის ავტორები ლატვიის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციამ სამხატვრო აქსესუარების ნაკრებით დააჯილდოვა.


ზურაბ ჩხიტუნიძემ მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა ბაუსკას მუნიციპალიტეტს, ლატვიის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციასა და კონკურში მონაწილე თითოეულ შემოქმედს. მანვე, ლატვიიდან გამოგზავნილი პრიზები კონკურსის ხაშურელ გამარჯვებულებს გადასცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი „პლატფორმა“ ბაუსკას მუნიციპალიტეტის ინიცირებით და ხაშურის მუნიციპალიტეტის ჩართულობით ადგილობრივი სოლიდარობის ევროპული დღეების ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.


ipn.ge