გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: ამომრჩევლის ნებაზე გავლენას ნებისმიერი პოზიტიური მოქმედება მოახდენს, რაც კი ხელისუფლებას 2012 წლიდან გაუკეთებია

27-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამომრჩეველზე გავლენას ნებისმიერი ის ნაბიჯი მოახდენს, რომელიც ხელისუფლებამ 2012 წლიდან გააკთა.

 

მისივე თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით  პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივა არჩევნებთან არ არის დაკავშირებული.

 

„ჯერ კიდევ ზაფხულში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჭარბვალიანობის საკითხთან დაკავშირებით თქვა, რომ მაქსიმუმ შემოდგომაზე ჩვენ ამ პრობლემას გადავწყვეტდით. აქედან გამომდინარე, ეს დაკავშირებული არ იყო არჩევნებთან. რეფორმა უნდა გატარდეს. ამ ქვეყანაში პრაქტიკულად სულ არჩევნებია, ამიტომ ხელისუფლებას პოზიტიური რეფორმების გატარებისგან თავშეკავება მოუწევს ყოველწლიურად.

 

რაც შეეხება ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას, ამომრჩევლის ნებაზე  გავლენას ნებისმიერი პოზიტიური მოქმედება მოახდენს, რაც კი ხელისუფლებას 2012 წლიდან მოყოლებული გაუკეთებია. ნებისმიერთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ გაცილებით მეტია გაკეთებული „ქართული ოცნების“ მიერ 6 წელიწადში, ვიდრე, წინა ხელისუფლების მიერ 9 წელიწადში. რაც შეეხება მოსყიდვას, ეს არის პირდაპირი სპეკულაცია, როდესაც რეფორმას არქმევ მოსყიდვას.

 

უამრავი რეფორმა მიმდინარეობს და ჩატარებულა საქართველოში, სადაც თანაბრად მონაწილეობდა, როგორც კერძო სექტორი, ასევე ხელისუფლება. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ შეითავსა მედიატორის, ორგანიზატორის როლი და რომ არა მის მიერ დაანონსებული რეფორმა, შეუძლებელი იყო ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ფონდ „ქართუს“, რომელმაც არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, 1995 წლიდან მოყოლებული, ქველმოქმედებაზე ამ ქვეყანაში დახარჯა 3 მილიარდ დოლარზე მეტი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.