გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ორანჟერეის აღდგენის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა

27-11-2018

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ორანჟერეის და ჯვარედინა სასახლის სარეკონსტრუქციო პროექტის შედგენაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.

 

პროექტის მიხედვით, უნდა ჩატარდეს ობიექტების კვლევა, მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა-შეფასება. შედეგად, განისაზღვროს აღსადგენად საჭირო სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 72 ათას 033 ლარია. წინადადებების მიღება 3 იანვარს იწყება და რვა იანვარს დასრულდება.

 

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი მეცხრამეტე საუკუნეში გაშენდა. ბოტანიკური ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია თებერვალში დაიწყო. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.


imedinews.ge