27-11-2018
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო სახალხო ბანკი ახალ სამახსოვრო მონეტებს გამოუშვებს, რომელზეც ეროვნული გმირისა და რევოლუციონერის ნესტორ ლაკობას გამოსახულებით მონეტებიც იქნება. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
მონეტები ბატალ ჯაპუას ესკიზების მიხედვით დამზადდება. ერთ-ერთი მონეტა, „აფხაზური ფულის ასიანი კუპიურა", პირველი მსოფლიო ომის დასრულებას და აფხაზ ჯარისკაცებს ეძღვნება, რომლებიც ჩერქეზული პოლკის აფხაზების ასეულში იბრძოდნენ. ამ მონეტაზე გეორგიევსკის ლენტია გამოსახული და ის 100 ცალი გამოვა.
მეორე მონეტა ნესტორ ლაკობას გამოსახულებითაა. ის 300 ცალის ოდენობით გამოვა.
სექტემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში ქაღალდის ფულის პირველი კუპიურა გამოუშვეს, რომელზეც პირველი დეფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბაა გამოსახული.