გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხაშურელი პედაგოგები და ბაღის აღმზრდელები სალომე ზურაბიშვილის უჭერენ მხარს

27-11-2018

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ გამართულ შეკრებას ხაშურის მუსიკალურ სკოლაში 300-მდე პედაგოგი დაესწრო.


პედაგოგთა შეკრების მთავარი მიზანი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაა. პედაგოგთა თქმით, ისინი არაერთხელ გახდნენ თავდასხმის ობიექტი ყოფილი ხელისუფლების დროს, როცა დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პირობებში უამრავი პედაგოგი უსამართლოდ დაითხოვეს სკოლებიდან.


მათი თქმით, მაშინ ხაშურში სამსამსახურის გარეშე 235 პედაგოგი დატოვეს. ისინი ამბობენ, რომ სკოლებში მანდატურების გამოჩენის შემდეგ მასწავლებლები მუდმივი სტრესისა და შევიწროების პირობებში მუშაობდნენ.


შეკრებილი მასწავლებლების განცხადებით, მინისტრის ბრძანებით სკოლის კარი პედაგოგთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის დაიხურა და სკოლებმა შეწყვიტეს საწევრობის გადარიცხვა ორგანიზაციისთვის, რათა მას ფინანსური კრიზისი შექმნოდა. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი პროფკავშირის თავმჯდომარის ზიზი ელისაშვილის თქმით, მათ არ სურთ ხელისუფლებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაოაბის დაბრუნება და ისინი მხარს უჭერენ სალომე ზურაბიშვილს.


imedinews.ge